среда, 21 октября 2015 г.

თამბაქოს მავნე ზემოქმედება

თამბაქო ამერიკის აღმოჩენის ევროპაში შემდეგ გახდა ცნობილი.თავდაპირვე ლად თამბაქო სამკურნალო მცენარედ მიაჩნდათ, რადგან თავის ტკივილს აყუჩებდა, მისი გამხმარი ფოთლები კი სისხლდენას აჩერებდა.მოგვიანებით დადგინდა, თუ რა ზემოქმედებას ახდენს თამბაქო ორგანიზმზე. თამბაქოს კვამლი 20 მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს.
მოწევა დიდ ზიანს თამბაქოს აყენებს არა მხოლოდ სუნთქვის ორგანოებს არამედ მთელ ორგანიზმს.  ისინი სასუნთქი გზების ანთებას იწვევენ.
თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგვინიტი.
გასაკვირი არა არის, რომ თამბაქოს მწეველებს ხშირად აწუხებთ სუნთქვის ორგანოების სხვადასხვა დაავადება:ტუბერკულიოზი,ბრონქიტი,ასთმა.

დადგენილია, რომ მწეველები ყველაზე ხშირად ავადდებიან ფილტვის კიბოთი.თამბაქოს კვამლი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც ძლიერი შხამია.ნიკოტინი-ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით,რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში,-წარმოადგენს ალკალოიდს,რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში.ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს.იგი.ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, უფრო მეტად კი თირკმელზედა ჯირკვლებზე და განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს სისხლძარღვებს.
მოწევა ყველასთვის მავნებელია, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალისათვის, რადგან იგი ვნებს არა მხოლოდ დედას, არამედ ბავშვსაც.თამბაქოს კვამლის შხამი ცუდად მოქმედებს

ტვინზე ნაყოფის, რაც იწვევს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენას. სკოლის ასაკში მოწევის დაწყება იწვევს სიმაღლეში ზრდის შეჩერებას, გონებრივ შესაძლებლობების შეზღუდვას, გულის დაავადებებს. ეხლა გთავაზობთ რამოდენიმე არგუმენტს რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი: 1.თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს;
2.ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე;
3.ნიკოტინი არის ისეთი ნივთიერება, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი.
4.თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს მძიმე დაავადებებს და კლავს ადამიანს;
5.თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს.
6.თამბაქოს პირველი ნაფაზის დარტყმიდან რამდენიმე წამში ფილტვებში კანცეროგენული ნივთიერებები ხვდებიან, ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, იზრდება სისხლის წნევა, ვითარდება ყელისა და თვალების გაღიზიანება, სისხლში ნახშირმჟავა გაზი შეიწოვება.რაც დამღუპველი ,, საჩუქარია "მწეველის ორგანიზმისათვის.
7.ერთი ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს 7 ამცირებს წუთით; 8.თამბაქოს კომპანიები გრანდიოზულ თანხებს ხარჯავენ სიგარეტის რეკლამებზე, რითაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ადამიანს ხდიან თამბაქოზე დამოკიდებულს.
8.საქართველოში თამბაქოს მასიურ მოხმარებას ბიჭები იწყებენ 10-11 წლის ასაკიდან, გოგონები 12-13 წლის ასაკში.
წევის ცნობისმოყვარეობის მიზეზად თამბაქოს მკვლევარები ცნობისმოყვარეობას ასახელებენ.ზოგი მოწევას იწყებს ამხანაგის, ან მშობლის მიბაძვით; ზოგს უნდა სიგარეტის მოწევით უნდა დაამტკიცოს, რომ უფროსია; ცხადყოფს გამოკვლევები, რომ ბიჭები ძალიან ადრე 10-12 წლის ასაკიდან ეჩვევიან თამბაქოს წევას.ეს კი ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ზრდა-განვითარების პროცესშია.
მგრძნობელობა კვამლისადმი მით ბავშვის უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლები ასაკისაა იგი. გოგონების მიერ თამბაქოს წევის დაწყება ხშირად დაკავშირებულია კეკლუცობასთან .მოაწონონ თავი ბიჭებს.
თამბაქოს წევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისკენ.მშობლებმა შვილებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მწეველობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან, მშობლებმა უნდა შეეცადონ დააკავონ ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით.თამბაქოს მავნე წევის მავნე ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება.ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
მოსწავლეთა მოსაზრებები, როგორ დავანებოთ თავიმოწევას:
ვიბლიანი გიორგი (-9 მე კლასის მოსწავლე) - ,, მოწევისთვის თავის დასანებებლად, აუცილებელია ნებისყოფა რომლის გამომუშავებაშიც მწეველს დაგვეხმარება ფსიქოლოგი, ასევე მშვიდი გარემო. "
თამთა თედორაძე (მე -6 კლასი): ,, მწეველმა უნდა გამოიყენოს სპეციალური მედიკამენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მწეველმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და იცოდეს თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს მოწევას ".
არგიანი ნინო (-10 მე კლასი) -: ,, უნდა გამოიჩინოს მწეველმა ნებისყოფა, წინასწარ განსაზღვროს დღე რომლიდანაც თავს დაანებებს მოწევას იმ დღეს და სხვა საქმე რაიმე გამონახოს.ასე თუ გაიმეორებს რამოდენიმეჯერ მწეველი ადვილად დაანებებს მოწევას თავს. "
ბაკური გერლიანი (მე -10 კლასი): ,, ადამიანმა თვითონ უნდა გაიაზროს რომ ნიკოტინი მავნეა და აუცილებელია თავი დაანებოს მას, მიზანშეწონილია ავუხსნათ მათ მიერ მოწეული სიგარეტი უარყოფით გავლენას ახდენს მათ შვილებზე, ოჯახის წევრებზე.

  რა საერთო აზრი შეიძლება გამოვთქვათ
  ზოგი ფიქრობს, რომ თუ სიგარეტის ფასი მოიმატებს, შეიძლება შემცირდეს მწეველთა რაოდენობა, მაგრამ ეს არც თუ ისე სარწმუნოა.უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ აიკრძალება თამბაქოს თესვა და მოყვანა, ლეგალიზება, ჯარიმის დაწესება იმ პირთათვის ვინც ლეგალიზაციას გაუწევს თამბაქოს.
ჩვენს სკოლაში 340 უმრავლესობა დაკავებულია სპორტით.არც მოსწავლეა.მოსწავლეების ერთი მათგანი არ ეწევა. მასწავლებელთა უმრავლესობა ქალია, არც ისინი ეწევიან, მაგრამ სამი კაცი მასწავლებელი ეწევა სიგარეტს.დირექციის მიერ დაწესებულია მკაცრი კონტროლი, ასევე ჩვენ როგორც მოსწავლეებს დავალებული გვაქვს უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ თუ როგორ გავლენას ახდენს მოწევა თითოეულ ჩვენთაგანზე.